მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში კერძო ბაღებს, რომლებიც კანონდარღვევით მუშაობენ, სამართალდამცველები მფარველობენ

ქუთაისში კერძო ბაღებს, რომლებიც კანონდარღვევით მუშაობენ, სამართალდამცველები მფარველობენ

ქუთაისში კერძო ბაღებს, რომლებიც კანონდარღვევით მუშაობენ, სამართალდამცველები და პროკურატურის მაღალჩინოსნები მფარველობენ.

თვითნებურად გაღებული ბაღები შესაბამისმა სამსახურებმა დაათვალიერეს, ობიექტები მოჩვენებითად დროებით დახურეს, თუმცა ამ დროისთვის ისევ მუშაობენ.

ხელისუფლების განცხადების მიუხედავად, რომ ბაღები სექტემბერში არ უნდა გაიხსნას, ქუთაისში კერძო ბაღების მეპატრონეებმა, ობიექტები თვითნებურად გახსნეს და მუშაობის დაწყება გადაწყვიტეს.

infoimereti.ge კანონდამრღვევ ბაღებს შეგნებულად ისევ არ ასახელებს, თუმცა თუ შესაბამისი სამსახურები დროულ რეაგირებას არ მოახდნენ, კონკრეტული ბაღების და იმ პირების იდენტიფიცირებას მოვახდენთ, რომლებიც კანონდარმრღვევ ბაღებს მფარველობენ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ასევე, კერძო სააღმზრდელო დაწესებულებებს.

კომენტარები