“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მთავარი ძალა, რამაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აიძულა დაპატიმრების პერსპექტივის მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნებულიყო, სამშობლოს სიყვარული და თავგანწირვაა.
“მინდა, ჩემს მეგობარს, მესამე პრეზიდენტს არა მივესალმო, არამედ, პირველ რიგში ვუთხრა, რომ მისი თავგანწირვა, მისი მაგალითი, რა თქმა უნდა, დარჩება, დაილექებას მთელი ისტორიის მანძილზე. ვინც ამ ისტორიის ნათელ მხარეს დადგება, აუცილებლად მასთან ერთად შევა ისტორიაში.
მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვაზე როდესაც საუბრობენ, ბევრი ამბობს, რა უნდოდა, რატომ, რისთვის, რისი მოლოდინი ქონდა მას? ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით და ყველა ხვდება, ჩვენი მტერი, მტერი არა ოპონენტიც, რომ ეს იყო თავგანწირვა და სამშობლოს სიყვარული. მეგობრებო, არ შეიძლება გამუდმებით ზიზღსა და სიძულვილში ცხოვრება, გამუდმებით დაპირისპირება. ჩვენ დღეს გვჭირდება ერთიანობა, გვჭირდება ისე როგორც არასდროს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, როგორც ერთი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს გამარჯვების მოსაპოვებლად.
“მე როგორც ერთი ადამიანი, როგორც თქვენი თანამებრძოლი, როგორც მისი თანამებრძოლი ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ ერთად მეორე ტურში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საზოგადოება კი არ გაიხლიჩოს, არამედ გაერთიანდეს, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ გვქონდეს ერთი დიდ გადაკვეთის წერტილი, ჩვენი სამშობლო” , – განაცხადა დეკანოიძემ.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება, სადაც იმერეთიდანაც იმყოფებიან.
კომენტარები