ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ქუთაისის წმ. მეფეთა დავით აღმაშენებლის და ბაგრატ III ის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი შალამბერიძე გარდაიცვალა.
დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი შალამბერიძე მძიმე დიაგნოზს – ფილტვისა და თავის სიმსივნეს ებრძოდა.
დეკანოზს დიაგნოზი გასულ წელს დაუსვეს და მას გერმანიაში მკურნალობა ესაჭიროებოდა, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
დეკანოზ გიორგი შალამბერიძეს 26 ოქტომბერს დაკრძალავენ.
კომენტარები