მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან 362 იმერეთში გამოვლინდა.

ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1475 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 512, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 30 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 477 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 348 პირი, გარდაიცვალა 74 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.2%

კომენტარები