Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევიდან 1 049 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 440 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 509, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 29 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 57 046 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 647 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.08%
კომენტარები