ქუთაისის მერია კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად ტენდერს აცხადებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ელექტრონული ტენდერის მიხედვით, მერიის, საკრებულოს და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის ახალი კომპიუტერების შესაძენად 93 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანები შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი, მერია საკუთარი კომფორტისთვის არ უნდა ზრუნავდეს.
კომენტარები