“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი და ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილი კანდიდატ იმედა კლდიაშვილი, რომელსაც სუს-ის შესასვლელი საკუთარი ავტომობილებით ჰქონდა ბლოკირებული, ევაკუატორით გაიყვანეს.
პარტიამ ანალოგიური აქცია-პერფორმანსი დღეს 6 ქალაქში მოაწყო.
ავტომობილებზე გაკეთებული იყო წარწერები – “კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ პრესცენტრს” და მოთხოვნები:
1. სრულად პროპორციული 2%-იანი საარჩევნო სისტემა;
2. რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე;
3. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში.
მსგავსი აქციის გამო იმედა კლდიაშვილი ერთი კვირის წინ დააკავეს და 2000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
კომენტარები