ქუთაისის მერიასთან პოლიციის მიერ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ზალიკო კუხიანიძის საქმეზე, სასამართლომ სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატი ვალერი თევდორაძე ავრცელებს.
“სასამართლოს მოსამართლის ციცინო კიკვაძის მიერ მიღებული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი: – შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ზალიკო კუხიანიძე მიმართ”, – წერს ადვოკატი ვალერი თევდორაძე.
ზალიკო კუხიანიძე პოლიციამ ქუთაისის საკრებულოს შენობასთან დააკავა, ის შენობაში შესვლას და საკრებულოს სხდომაზე დასწრებას მოითხოვდა, რის უფლებასაც მას პოლიცია არ აძლევდა.
კომენტარები