მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ძლიერად მირტყამდა, ტუჩი მაქვს გახეთქილი, დაზიანებები მაქვს თავზე, ყურიდან სისხლი წამომივიდა”

“ძლიერად მირტყამდა, ტუჩი მაქვს გახეთქილი, დაზიანებები მაქვს თავზე, ყურიდან სისხლი წამომივიდა”

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რომელსაც ქუთაისში პირსინგის გამო, თავს დაესხნენ, მომხდარის დეტალებს იხსენებს.

27 წლის ტურისტი ყვება, რომ ბარში მეგობარ გოგოსთან ერთად იყო, რა დროსაც იქ მყოფმა კაცმა აგრესიული კომენტარი გააკეთა მის პირსინგზე, ბარიდან წამოსვლის შემდეგ კი თეთრ ხიდთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.

“მე და ჩემი შეყვარებული ბარში ვიმყოფებოდით, ბევრი არ დაგვილევია, მხოლოდ თითო ლუდი. მთვრალები არ ვიყავით. პატარა პირსინგი მაქვს ტუჩზე და ერთმა კაცმა აგრესიულად გააკეთა კომენტარი ამაზე. ის ძალიან მთვრალი იყო და ყველას ეჩხუბებოდა. სიტუაციას გავერიდე. ბარიდან წამოსულებს ეს კაცი დაგვხვდა, აშკარად მე მელოდებოდა და თან ახლდა მეგობარიც. ცემა დამიწყო, ძლიერად მირტყამდა და ძირს დავეცი. როგორც იქნა, ამ კაცს გავექეცით. ტუჩი მაქვს გახეთქილი, დაზიანებები მაქვს თავზე, ყურიდან სისხლი წამომივიდა ცემისას. ჭამისას და ლაპარაკისას ყბა მტკივა”, – ამბობს ტურისტი.
გიდები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში ტურიზმს მნიშვნელოვნად დააზიანებს. მათ იმედი აქვთ, რომ პოლიცია ფაქტს შესაბამისად გამოიძიებს და დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცემიან.

ტურისტმა საგამოძიებო ორგანოს ჩვენება უკვე მისცეს. როგორც ის ამბობს, პოლიციელები ურჩევდნენ, ჩვენებაში ეთქვა, რომ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება არ მომხდარა და უბრალოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები