ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, მერიის წინ ტაქსის მძღოლი ადგილობრივებმა გადაარჩინეს. საშუალო ასაკის მამაკაცი დიაბეტით არის დაავადებული, მოულოდნელად ცუდად გახდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ავტომობილი გზიდან გადავიდა.
ადგილზე თვითმხილეველები მივიდნენ, რომლებმაც დიაბეტური შეტევის გამო, უგონო მდგომარეობა მყოფ მამაკაცს პირველადი დახმარება გაუწიეს.
“ზოგმა კოკა-კოლა დაალევინა, იქვე ჟურნალისტები იყვნენ მერიიდან შაქარი გამოიტანეს, პირში ჩააყარეს და კაცი მოსულიერდა. პატრული ავარია რომ მოხდეს ეგრევე გამოჩნდება და როცა გჭირდება არ ჩანს. სასწრაფომ კიდევ 25 წუთზე მეტი დააგვიანა. რომ არ მივსულიყავით და არ დავინტერესებულიყავით, კაცი მოკვდებოდა”, – აცხადებს თვითმხილველი.
კომენტარები