მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“მოსახლეობა იმისთვის ჩატოვა გაუწმენდავ გზაზე, რომ თურმე მისი ქოცური ტვინით, იქ “ნაციონალები“ ცხოვრობენ”

“მოსახლეობა იმისთვის ჩატოვა გაუწმენდავ გზაზე, რომ თურმე მისი ქოცური ტვინით, იქ “ნაციონალები“ ცხოვრობენ”

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სამტრედიის მერობის ყოფილი კანდიდატის მამუკა ბიბილეიშვილის განცხადებით, სამტრედიის მერის წარმომადგენლის აპარატის სპეციალისტმა ავთანდილ ლორიამ სოფელ ნოღაში თემში მოსახლეობა, მათ შორის კოვიდით ინფიცირებულები, გაუწმდავ თოვლში ჩატოვა იმის გამო, რომ მისი აზრით, იქ „ნაციონალები“ ცხოვრობენ.
ბიბილეიშვილი სამტრედიის მერს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“გუშინ კიდევ ერთ ქოცურ გადაწყვეტილებასთან მომიწია შებრძოლება. ამინდის გაუარესების გამო თითქმის მთელ საქართველოში იყო ძლიერი თოვლი. გზები დაიკეტა და მოსახლეობას გაუჭირდა გადაადგილება. ამას დაერთო პანდემიით გამოწვეული პრობლემები. სამტრედიაში ტოლების თემში გზის გაწმენდაზე მერიის მიერ გამოყოფილ ტექნიკას სოფელში გასაწმენდი გზების ჩვენება დაევალა მერის წარმომადგენლის აპარატის სპეციალისტს ავთანდილ ლორიას (ზედმეტი სახელი თულიე, ასე იცნობენ სოფელში), რომელმაც დათვლა იცის მხოლოდ 41-მდე და მას ასე ჰგონია, რომ საზოგადოება იყოფა ნაციონალებად და ქოცებად.

იმის მაგივრად, რომ მას დავალება შეესრულებინა, სოფელ ნოღაში 1 კილომეტრიან მონაკვეთზე მოსახლეობა იმისთვის ჩატოვა გაუწმენდავ გზაზე, რომ თურმე მისი ქოცური ტვინით იქ ნაციონალები ცხოვრობენ. ეს საქციელი ჩაიდინა იმ დროს, როდესაც მე თვითონ დავუკავშირდი და ვაცნობე, რომ რამდენიმე ოჯახი კოვიდით იყო ინფიცირებული და ესაჭიროებოდა მედიკამენტების მიწოდება, მათ შორის ჩემი მეუღლის მშობლებიც. სწორედ ამის გამო დატოვა მთელი მოსახლეობა გზის გაწმენდის გარეშე.

ვეკითხები საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს, რას იმსახურებს ამ ადამიანის საქციელი, რომელსაც ვერ გაურკვევია რას ნიშნავს საჯარო სამსახური, რომელიც ავალდებულებს თავისი სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას.

მივმართავ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, მიიღოს სათანადო ზომა.

ეს ფაქტი არ არის პირველი“, – წერს ბიბილეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები