Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 1 323 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 821 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 250, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 20 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 63 875 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 199 პირი, გარდაიცვალა 42 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 17.28%.
კომენტარები