მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეს არ არის ბოლო ანტირეკორდი, სამწუხაროდ, შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება კიდევ იქნება”

“ეს არ არის ბოლო ანტირეკორდი, სამწუხაროდ, შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება კიდევ იქნება”

ასეთი ანტირეკორდული მაჩვენებლები ჯერ არ დაფიქსირებულა აქამდე და ეს არ არის ბოლო ანტირეკორდი. სამწუხაროდ, შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება კიდევ იქნება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ომიკრონი“ უმეტესად მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, არა.

“ეს არის ძირითადად „ომიკრონის“ შტამით განპირობებული შემთხვევები, რომელიც სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა. უმეტესად, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობითაც გამოირჩევა, მაგრამ, ყოველთვის ასე არ არის. სამწუხაროდ რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც აცრა არ აქვს გაკეთებული, მათ ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ასეთ ადამიანებს აქვთ მაღალი რისკი, რომ შეექმნათ უფრო მეტი პრობლემები. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი ანტირეკორდული მაჩვენებლები ჯერ არ დაფიქსირებულა აქამდე და ეს არ არის ბოლო ანტირეკორდი. სამწუხაროდ, შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება კიდევ იქნება“, – განაცხადა ჩოკოშვილმა.

კომენტარები