მთავარიახალი ამბებისლაიდი

ტყიბულის შახტში დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან

ტყიბულის შახტში დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან

ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 8 პირი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

მათგან სამი მეშახტე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა – მას სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს და ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურება ესაჭიროება.

დამწვრობის გარდა დაშავებულებს მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა დაზიანებები აქვთ.

“რეანიმაციაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა სტაბილური, რაც შეეხება ქირურგიულ განყოფილებაში მყოფ პაციენტებს, მცირე გაუმჯობესება აღენიშნებათ, გარკვეული პერიოდი მოხდება მათი დაყოვნება ქირურგიულ ცენტრში”, – განაცხადა ექიმმა გუგა ქაშიბაძემ.

უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში 30 იანვარს ღამით მოხდა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი.

მომხდარზე გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მუხლით მიმდინარეობს.

 

კომენტარები