მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მარტში ველოდებით მიმართვიანობის ზრდას მულტისისტემური ანთებითი სინდრომით”

“მარტში ველოდებით მიმართვიანობის ზრდას მულტისისტემური ანთებითი სინდრომით”

მარტში ველოდებით მიმართვიანობის ზრდას მულტისისტემური ანთებითი სინდრომით. აღსანიშნავია, რომ ამ პაციენტების მართვა შესაძლებელია მხოლოდ სტაციონარებში და ბინაზე მკურნალობა ამ დროს შეუძლებელია, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

“ყველაზე სერიოზული გართულება, რასაც კორონავირუსი ბავშვებში იწვევს, ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ვითარდება კორონავირუსის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ. როდესაც ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში საქართველოში იქნება მეექვსე ტალღის პიკი, მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის თვე იქნება გამორჩეული პოსტკოვიდური გართულებების მხრივ. მარტში ველოდებით მიმართვიანობის ზრდას მულტისისტემური ანთებითი სინდრომით. ამ პაციენტების მართვა შესაძლებელია მხოლოდ სტაციონარებში“, – აცხადებს ჩხაიძე.

 

კომენტარები