მთავარიახალი ამბებისლაიდი

“გელათში ყველა სამუშაო შეჩერებულია, ფრესკების გადარჩენის კუთხითაც არაფერი კეთდება”

“გელათში ყველა სამუშაო შეჩერებულია, ფრესკების გადარჩენის კუთხითაც არაფერი კეთდება”

“დავითობას” გელათის მონასტერი კვლავ პრობლემებით ხვდება. “ნაციონალური მოძრაობაში” ფაქტს ხელისუფლების უმოქმედებას უკავშირებენ.

პარტიის წევრის გიგა შუშანია განცხადებით, ტაძარში ყველა სამუშაო შეჩერებულია და ფრესკების გადარჩენის კუთხითაც არაფერი კეთდება.

მისივე თქმით, ხელისუფლება გელათში “დავითობის” აღნიშვნასაც ვერ ბედავს.

შუშანია მოუწოდებს ხელისუფლებას, ზეიმის ნაცვლად, პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს და დრულად გადაარჩინოს დავით აღმაშენებლოს მემკვიდრეობა.

8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.

კომენტარები