მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“კორონავირუსის უფრო მეტი ახალი ვარიანტი გაჩნდება”

“კორონავირუსის უფრო მეტი ახალი ვარიანტი გაჩნდება”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი სუმია სვამინატანი აცხადებს, რომ მსოფლიომ პანდემიის დასასრულს ჯერ კიდევ არ მიაღწია, რადგან კორონავირუსის უფრო მეტი ახალი ვარიანტი გაჩნდება.

“ჩვენ დავინახეთ ვირუსის განვითარება, მისი მუტაცია. ჩვენ ვიცით, რომ უფრო მეტი შემაშფოთებელი ვარიანტი გაჩნდება. ასე რომ, პანდემიის დასასრულს ჯერ არ მივაღწიეთ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ თუ ივნის-ივლისისთვის მოსახლეობის 70% ვაქცინირებული იქნება, პანდემიის მწვავე პერიოდი დასრულდება.

“გვაქვს მოლოდინი, რომ პანდემიის მწვავე ფაზა წელს დასრულდება. ეს მხოლოდ ერთი პირობით მოხდება – თუ ივნის-ივლისისთვის, მოსახლეობის 70% ვაქცინირებული იქნება. მწვავე ფაზის დასრულება ჩვენს ხელშია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

კომენტარები