მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“200 ლარი დავკარგე, ნაწვალები იყო წვიმაში, 4 დღის ნამუშევარი”, – ქუთაისში “გლოვოს” კურიერი მპოვნელს დაკარგული თანხის დაბრუნებას სთხოვს

“200 ლარი დავკარგე, ნაწვალები იყო წვიმაში, 4 დღის ნამუშევარი”, – ქუთაისში “გლოვოს” კურიერი მპოვნელს დაკარგული თანხის დაბრუნებას სთხოვს

ქუთაისში “გლოვოს” კურიერი მპოვნელს დაკარგული თანხის დაბრუნებას სთხოვს.

იოანე ნიკოლაძის თქმით, თანხა ჯიბიდან გადმოუვარდა, მალევე ადგილზე მივიდა, თუმცა აღარ დახვდა.

“ტელევიზორში აჩვენეს, ვიღაც ქალმა რომ დიდი თანხა დაკარგა თბილისში და ბიჭმა რომ მოძებნა და მიუტანა. 200 ლარი დავკარგე მეტი კი არა, მაგრამ კურიერი ვარ და ნაწვალები იყო წვიმაში ნამუშევარი ფული 4 დღის. დავკარგე დღისით, მზისით. შუადღეს 3 საათზე გადმომვარდა ჯიბიდან საფულე. მოვბრუნდი უკან იმწამსვე და აღარ დამხვდა, ანუ დავკარგე 100 მეტრის რადიუსში. ალბათ, ჩემზე მეტად შენ გჭირდებოდა და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. “გლოვოს” კურიერი ვარ, ამ ბაიკით დავდივარ მთელ ქალაქში, ბევრს ვეყოლები დანახული, თუ მოვა შენ ყურამდე და დამინახო ამ ბაიკით, გამაჩერე მადლობელი დაგრჩები”, – წერს სოციალურ ქსელში იოანე ნიკოლაძე.

 

კომენტარები