მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული კოლეჯ “იბერიას“ მიერ ინიცირებული გამოფენა-პერფორმანსით დაიხურა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული კოლეჯ “იბერიას“ მიერ ინიცირებული გამოფენა-პერფორმანსით დაიხურა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში კოლეჯ „იბერიას“ მიერ ინიცირებული გამოფენა-პერფორმანსით დაიხურა.

ექსპოზიციით “იმერული ღვინის გზა“, მხოლოდ ერთი დღით სტუმრებმა იხილეს იმერეთის მხარეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური არტეფაქტები, ანტიკური დროიდან დღემდე, რომელიც არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ფონდებში ინახება და მეღვინეობის კულტურის ათასწლეულებს ასახავს.

პერფორმანსის დასასრულს, თანამშრომლობის მემორანდუმი ოფიციალურად გაფორმდა სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმსა და სახელმწიფო კოლეჯ „იბერიას“ შორის, რომელიც წელს პირველად, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის და GIZ -ის ექსპერტების მხარდაჭერით, „მეღვინე დეგუსტატორის“ პროფესიული პროგრამის განხორციელებას იწყებს.

“საქართველოს პროფესიული განათლების სისტემა ითვალისწინებს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს და სტაბილური დასაქმებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს. ჩვენ ახალი პროგრამის პრეზენტაცია სწორედ მუზეუმში, კულტურულ მემკვიდრეობასთან კოლაბორაციით ვცადეთ. ვისაუბრეთ მეღვინეობის ისტორიულ მნიშვნელობასა და მომავალში მისი ხარისხიანად განვითარების აუცილებლობაზე, რომელსაც კოლეჯი „იბერია“ ახალი პროგრამით სთავაზობს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, – განაცხადა კოლეჯ „იბერიას“ დირექტორმა ირაკლი ავალიანმა.

ექსპოზიცია – პერფორმანსს, ოფიციალური სტუმრების გარდა, იმერელი მეღვინეებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.

კომენტარები