მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ყველა მთავრობა პასუხისმგებელია, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხო მუშაობა”

“ყველა მთავრობა პასუხისმგებელია, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხო მუშაობა”

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველში არსებულ მედიაგარემოს ეხმაურება.

ელჩის თქმით, “ყველა მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს შესრულება უსაფრთხოდ და ჩარევის გარეშე”.

“მედიის თავისუფლება დიდი ხანია, არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენთვის აქ, საელჩოში ისევე, როგორც ეს არის მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოსთვის და ეს იმიტომ, რომ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული საზოგადოებისთვის. სწორედ ასე იღებს საზოგადოება ზუსტ ინფორმაციას, ასე უზრუნველყოფს საზოგადოება მთავრობის ანგარიშვალდებულებას. მედია არის მოქალაქეების თვალი და ყური და მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს შესრულება უსაფრთხოდ, შევიწროების, ცემის ან დაშინების შიშის გარეშე. ამიტომ, ყველა მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს შესრულება უსაფრთხოდ და ჩარევის გარეშე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რისი შეხსენება და განმტკიცებაც უნდა გავაგრძელოთ.

ჟურნალისტები საზოგადოებისთვის მუშაობენ. ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს კარგად ინფორმირებული და მათ არჩეული ლიდერების ანგარიშვალდებულება უზრუნველყონ. ჩვენ მას ვუწოდებთ მეოთხე ძალას – აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლოსთან ერთად, რადგან ის ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური ნაწილია. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ჟურნალისტები მიიღებენ დაცვას და იგრძნობენ, რომ მათ შეუძლიათ უსაფრთხოდ გასვლა და თავიანთი საქმის კეთება საქართველოს ხალხის სახელით”, – განაცხადა დეგნანმა “ფორმულასთან” ინტერვიუში.

კომენტარები