მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, რუსთაველის ხიდიდან ცენტრალურ მოედნამდე მოძრაობა ორმხრივი გახდა

ქუთაისში, რუსთაველის ხიდიდან ცენტრალურ მოედნამდე მოძრაობა ორმხრივი გახდა

ქუთაისში, რუსთაველის ხიდიდან ცენტრალურ მოედნამდე გზა, რომელიც ცალმხრივი იყო, ორმხრივი გახდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაა, რის გამოც პერიმეტრზე ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება შეწყდა.

რაც შეეხება ავტობუსების გაჩერებებს, ის დროებით ორ ლოკაციაზე განთავსდება: ერთი – მოედანზე, კოლონადის წინ, მეორე კი რუსთაველის ხიდის მიმდებარედ, გაფრინდაშვილის ქუჩის ასახვევთან.

აღნიშნული ცვლილებები დროებითია და რეაბილიტაციის პროცესის დასრულებამდე იმოქმედებს.

კომენტარები