ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები სამართალდამრღვევებად სცნო.
საუბარია ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” წევრებზე, რომლებმაც 7 აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე ერთ-ერთი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო სტიკერები გააკრეს.
ქუთაისის მერია აქტივისტებისთვის 1000-1000-ლარიან ჯარიმას ითხოვდა, მოსამართლემ კი მათ წინააღმდეგ ფინანსური სანქცია არ გამოიყენა, სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და დამნაშავეებად სცნო.
აქტივისტების თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანას რუსული ოცნება მართავს.
კომენტარები