მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

NDI – ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ჰქონია შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა

NDI – ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ჰქონია შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა

NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე აწუხებს.

“ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა. ამასთანავე, მოსახლეობა ფიქრობს, რომ კრიმინალთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა. მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება, რაც პარტიებისთვის თანამშრომლობისა და საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის სტიმული უნდა გახდეს.

მომავალზე საუბრისას, მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას (66 პროცენტი), პრორუსული ძალების გააქტიურებას (58 პროცენტი), რუსულ სამხედრო აგრესიას (49 პროცენტი) და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას (44 პროცენტი) ელის”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები