მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ადვოკატების თქმით, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს სახეზე დაზიანებები აღენიშნება

ადვოკატების თქმით, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს სახეზე დაზიანებები აღენიშნება

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს სახეზე დაზიანებები აღენიშნება, – ამის შესახებ ადვოკატებმა განაცხადეს.

მათი თქმით, დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს, სადაც გრიგოლ ნარსიამ განაცხადა, რომ დაზიანება აყვანის დროს მიიღო, თუმცა მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

მან ყაჩაღური თავდასხმის მოტივზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თანხა შვილის სამკურნალოდ სჭირდებოდა.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, დაკავებული მძევლების აყვანას არ აპირებდა, თუმცა გასროლის შემდეგ ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და ის იძულებული გახდა, შენობაში
დაბრუნებულიყო.

მისი მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნამდვილი არ იყო და ეფექტისთვის ჰქონდა.

დაკავებულს ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია.

კომენტარები