ნეაპოლში ქურდობის ბრალდებით 23 წლის ქართველი დააკავეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს მობილური ტელეფონი წაართვა და გაიქცა.
პოლიციამ ახალგაზრდა მალევე დააკავა, რომელსაც ნაქურდალი ნივთი თან ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფება.
კომენტარები