ახალი წლის დღეებში, 5 წლის ქეთა ლომიძის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. პატარა გოგონამ თოვლის ბაბუა ჩუსტებით იცნო.
“ვერ იცანით? მერაბია, ჩუსტებით ვიცანი“, – ამბობდა პატარა გოგონა. ოჯახის წევრებს გაუჭირდათ, დაერწმუნებინათ ქეთა, რომ მასთან საჩუქრების გადასაცემად მისული ადამიანი, ნამდვილად თოვლის ბაბუა იყო.
ქეთა ქუთაისში ცხოვრობს და საბავშვო ბაღში დადის. უყვარს ცეკვა, სიმღერა და ჭადრაკი. ოცნებობს, რომ საბავშვო ბაღის დირექტორი გამოვიდეს.
“თოვლის ბაბუ კი არა, ჩემი ბაბუა იყო, ჩუსტებით ვიცანი. თოვლის ბაბუმ საჩუქრები ჩემს ბაბუას გამოატანა. თოვლის ბაბუა ბაღდათიდან ჩამოვიდა, რომ საჩუქრები ბაბუსთვის მიეტანა. ისე ლამაზად კი იყო გამოწყობილი, ქუდი ეხურა, სათვალე ეკეთა, წვერები ჰქონდა. კასტიუმიც კი ეცვა. მარა ფეხსაცმელი არ ეცვა, დაავიწყდა. ყველას გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით“, – ამბობს პატარა ქეთა ლომიძე “პალიტრავიდეოსთან”.
კომენტარები