მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ანტიკორუფციული მოძრაობა “სააკაშვილის სიაზე” მუშაობას იწყებს

ანტიკორუფციული მოძრაობა “სააკაშვილის სიაზე” მუშაობას იწყებს

ანტიკორუფციული მოძრაობა აცხადებს, რომ “სააკაშვილის სიაზე” მუშაობას და მტკიცებულებების შეგროვებას იწყებს.

მოძრაობის წევრის ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, სიაში მოხვდებიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთმელიძე, გლდანის ციხის უფროსის მოადგილე გოგა ორდენიძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

“ჩვენ გვაქვს კონსულტაციები დაწყებული, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენ გავაგრძელებთ ვიზიტებს ბრიუსელში, სხვა პოლიტიკურ ცენტრებში და ჩავიტანთ კონკრეტულ მტკიცებულებებს იმ ადამიანების შესახებ, ვინც კონკრეტული დანაშაულები ჩაიდინეს. სამ მათგანს დავაანონსებთ, რომ მოელით მძიმე ბედი, იმიტომ რომ არც საქართველო, არც მითუმეტეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ ადამიანებს არ აპატიებენ რასაც სჩადიან.

ესენი არიან: მალხაზ ურთმელიძე, რომელიც სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ის გუშინ გამოვიდა და ამ ადამიანმა პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ “ქართული ოცნების” პროპაგანდა გაიმეორა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ იმის ნაცვლად რომ სასამართლოზე ფაქტების და სამედიცინო მტკიცებულებების შესახებ ესაუბრა დაიწყო “ქართული ოცნების” და ზოგადად რუსული პროპაგანდა და პუტინის დაკვეთით ამ სპეცოპერაციის ჩატარებაში იღებს აქტიურ მონაწილეობას.

ასევე, გოგა ორდენიძე, რომელიც არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ჩამდენი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, როდესაც გლდანის ციხეში მოხდა მისი გადაყვანა და რატი ბრეგაძე, რომელიც ფაქტობრივად არის პუტინის ამ დავალების – მიხეილ სააკაშვილის წამების და მისი სიკვდილის ქრონიკის კოორდინატორი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, სიაში ასევე შევლენ ამ უწყებების სხვა თანამშრომლები და “ქართული ოცნების” ის წევრები, ვინც “თავიანთი რიტორიკით მუდმივად ახალისებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებას”.

კომენტარები