მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში ისევ ძლიერი ქარია

იმერეთში ისევ ძლიერი ქარია

იმერეთში მეოთხე დღეა, ძლიერი ქარია. სტიქიის შედეგად 500-ზე მეტი სახლის სახურავია დაზიანებული, 135 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

დაზიანებულია მაგისტრალური გაზსადენი წყალტუბოს მიმართულებით და პრობლემებია გაზმომარაგების კუთხით.

წაქცეულია ხეები, რის გამოც დაზიანებულია ათობით ავტომობილი.

ქუთაისში 2500 აბონენტი წყლის გარეშეა დარჩენილი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.

კომენტარები