მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

გიორგი კანდელაკს რუსული სიმღერის გამორთვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ

გიორგი კანდელაკს რუსული სიმღერის გამორთვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ

“ევროპული საქართველოს” წევრს გიორგი კანდელაკს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული სიმღერის გამორთვის გამო სცემეს.

“ამბავი დაიწყო იქიდან, რომ რუსთაველის გამზირზე ვიყავი, რუსული სიმღერა იყო ჩართული და გამოვრთე. რუსული სიმღერის გამორთვის გამო, ერთი ადამიანი, ქართველი გამომეკიდა. მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. ეს ამბავი ასე არ უნდა დარჩეს, რუსთაველის გამზირზე რუსული სიმღერის გამორთვის გამო საქართველოს მოქალაქეზე არ უნდა იძალადონ”, – განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, მან უკვე შეატყობინა პოლიციას რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები