გელათის ტაძრის წინამძღვარი მამა იოსებ ბურჯანაძე კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, კელიაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სასულიერო პირმა დაზიანებები მიიღო.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, მამა იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, მას სხეულის 50%-მდე აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
კომენტარები