ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
მისი თქმით, ის რჩება პარტიაში განსაკუთრებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის რუსული რეჟიმის ტყვე.
“ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას, ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებით და სიმართლით.
მე გააზრებულად მივიღე გადაწყვეტილება და შემოვუერთდი ამ დიდ გუნდს 2013 წელს, ის მიზნები და ამოცანები, რომლის მიღწევა და შესრულება, რომელიც მე მსურდა ჯერ არის შეუსრულებელი და მე მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს და ამ რეალობაში ბუნებრივია, მე ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები პარტიაში, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია, განსაკუთრებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის რუსული რეჟიმის ტყვე. ამის შემდეგ მე რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა ბრძოლაში არათუ არ ვიქნები ჩართული, არამედ კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მეტი მოტივაციით ვიქნები “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში.
ვულოცავ გამარჯვებულს, ეს იყო ჩემი დიდი სურვილი გამარჯვებულისთვის დამარცხებულს მიელოცა, რახან მე მერგო ამის პატივი მე ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ, რომ პარტია მართონ ღირსებით და სიმართლით. ვიმეორებ, მე ვრჩები ათასობით უღალატო ადამიანთან ერთად იქ, სადაც ბრძოლას შემოვუერთდი 2013 წელს”, – განაცხადა მელიამ.
კომენტარები