ქუთაისის საკრებულოში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიგა შუშანიას თქმით, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ აჩვენა, რომ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში, სადაც დამარცხებული გამარჯვებულს ულოცავს.
გიგა შუშანიას თქმით, ახლა ყველას მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის ტყვეობისგან იხსნან.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” აჩვენა, როგორ უნდა ჩატარდეს კონკურენტუნარიან გარემოში არჩევნები, სადაც წაგებული მოგებულს გამარჯვებას ულოცავს. ვულოცავ ლევანს ამ გამარჯვებას და ყველამ პატივი უნდა სცეს ამომრჩევლის ნებას. ამის დადასტურებაა ნიკა მელიას მხრიდან მილოცვა.
დღეს არის უმთავრესი ამოცანა არ მოვაკლევინოთ პუტინს და მის მომხრეებს მესამე პრეზიდენტი ციხეში. დღეს კონცენტრირება უნდა მოხდეს იმაზე, რომ გამოვიხსნათ სააკაშვილი ივანიშვილის ტყვეობისგან. მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ასეთია, რომ ძალა ერთობაშია”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.
კომენტარები