მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბადრი ესებუა ქუთაისიდან თბილისში გადაჰყავთ

ბადრი ესებუა ქუთაისიდან თბილისში გადაჰყავთ

ბადრი ესებუა თბილისში გადაჰყავთ – 43 ადამიანის მძევლად აყვანაში ბრალდებული 34 წლის მამაკაცი სასჯელს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მოიხდის.

ესებუა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის ადამიანი არ არის, რომელმაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი წაიღო.

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ იმ დღეს სახლში იყო, ისვენებდა და გაქცევა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტელევიზიით საკუთარი გვარი მოისმინა.

ბადრი ესებუა ამტკიცებს იმასაც, რომ საქართველო არასდროს დაუტოვებია.

რაც შეეხება წაღებულ თანხას, პოლიციამ მას ამ დრომდე ვერ მიაკვლია.

ბადრი ესებუა ქუთაისის მეორე საპყრობილეში გუშინ, ჯიხაშკარში დაკავების შემდეგ გადაიყვანეს.

კომენტარები