მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოს საზღვრიდან 35 კმ-ში 4.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 35 კმ-ში 4.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 12:27 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიდიდემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 35 კმ-ში იყო.

ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

კომენტარები