მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში კონტროლიორის მიერ მგზავრის დაკბენის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ქუთაისში კონტროლიორის მიერ მგზავრის დაკბენის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ქუთაისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სამართალდამცველებს მგზავრიც და კონტროლიორიც განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი.

შემთხვევა გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის” წინ მოხდა.

თვითმხილეველებმა “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ კონტროლიორმა მგზავრს ბილეთის აღებისკენ მოუწოდა, მითითების შეუსრულებლობის შემდეგ კი მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც შემდეგ მგზავრის დაკბენით დასრულდა.

“ცნობილია, რომ იკამათეს ბილეთის არქონის გამო, თავიდან თითქოს სასაცილოდ მომეჩვენა, მაგრამ რომ დავფიქრდი, ისეთი სოციალური ფონი გვაქვს ქვეყანასა და ქალაქში, რომ ხალხი უკვე ვამპირიზმეა გადასული. იმედია, არ მიეცემა ამას ხშირი სახე და არ დავკბენთ ერთმანეთს ავტობუსებში. სხვათა შორის, ბოლო დროს კრიმინალი და ახლად შემოყვანილი ლურჯი ავტობუსები ხშირად არის კავშირში ერთმანეთთან, აშკარად ვერ უგებენ მსუბუქი კრიმინალები და ლურჯი ავტობუსები ერთმანეთს და იმედია, ესეც გამოსწორედება, ან გადავღებავთ, ან რამეს ვუზამთ”, – აცხადებს ადგილობრივი.

ადგილობრივების თქმით, სამწუხაროა, რომ ქუთაისი მხოლოდ კურიოზული ფაქტებით ახსენებს თავს დანარჩენ საქართველოს.

კომენტარები