მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, პროექტის “შრომის სფეროში ევროკავშირის დირექტივების აღსრულების მონიტორინგი იმერეთის რეგიონში” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში, პროექტის “შრომის სფეროში ევროკავშირის დირექტივების აღსრულების მონიტორინგი იმერეთის რეგიონში” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში, პროექტის “შრომის სფეროში ევროკავშირის დირექტივების აღსრულების მონიტორინგი იმერეთის რეგიონში” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა. მათ შორის იყო ჟურნალისტთა ინფორმირებულობა/ტრენინგი შრომის ინსპექციის საქმიანობის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე აუდიტორიასთან, პიარ კამპანია და მონიტორინგის ანგარიშის გამოცემა. სამიზნე აუდიტორიას კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ფერმერები, სასტუმრო და სარესტორნო ქსელის მფლობელები წარმოადგენდნენ.

ანგარიში იმერეთის რეგიონში შრომის ინსპექციის 2021 წლის მონიტორინგს მოიცავდა, სადაც შრომის ინსპექციის მიერ პირველადი შემოწმება 41 ობიექტზე განხორციელდა. მათ შორის იყო მედიცინის სექტორი, ვაჭრობა და მომსახურება, საბანკო სექტორი, მშენებლობა და მძიმე მეტალურგია. მონიტორინგის ანგარიში მოიცავდა რეკომენდაციებსაც, რომელიც 11 სხვადასხვა თემას მოიცავს. მათ შორის არის სამუშაო დროის აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესახებ მითითებების გაცემა, რათა დამსაქმებელმა მოახდინოს დარღვევის ზუსტი იდენტიფიცირება. ასევე, რეკომენდაციები მოიცავდა შრომის ინსპექციის ვებგვერდის შექმნას და ყველა საჭირო ინფორმაციის განთავსებას, როგორიცაა შრომითი ხელშეკრულების შაბლონი.

“პროექტი მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ფართო საზოგადოებისთვის მიგვეცა ინფორმაცია შრომის ინსპექციის საქმიანობის და მანდატის შესახებ. საინფორმაციო მასალებით, პიარ აქციებით და შეხვედრებით ვუზრუნველყავით სამიზნე აუდიტორიის სწორად ინფორმირებულობა. მომზადებული მონიტორინგის ანგარიში პირველი რეგიონში, რომელიც ინსპექციის საქმიანობის მონიტორინს მოიცავს, საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა და ვფიქრობთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძე.

პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელი იყო, რომელიც რეგიონული ინიციატივების ცენტრმა “ნათელი მომავალი“ “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში განახორციელა.

კომენტარები