მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე იზრდება

ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე იზრდება

ძაღლის ღია სივრცეში – ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს.

კანონპროექტის მიხედვით, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა, გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

პროექტით, თუ იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარის).

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარის.

კომენტარები