ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, რესტორან “ქალაქურის” მიმდებარედ მოტოციკლის მძღოლი სავალი გზიდან გადავიდა და ეკალბარდებში შევარდა.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.
მოტოციკლის მძღოლს სასწრაფო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.
კომენტარები