იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ცაგერის, თერჯოლის, ზესტაფონის რაიონული სამმართველოების და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, 1979 დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ნ.ო.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია გადაჭრილი თოფი. 1957 წელს დაბადებული თ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 200 საბრძოლო ვაზნა და ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო. 1979 წელს დაბადებული მ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია – გადაჭრილი სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 40 ვაზნა. ხოლო, 1983 წელს დაბადებული კ.უ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია – მაუზერის და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, 2 მჭიდი, 5 ვაზნა და 5 კაფსულ-დეტონატორი.
დანაშაული თავისუფლების 3-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები