ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გურამ ხეცურიანი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ქუთაისელი სპორტსმენი ფინალურ ორთაბრძოლაში უზბეკ ჯალგასბაი ბუდიმურატოვთან დამარცხდა 3:5.
ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო ჯამში 6 მედალი მოიპოვა. 2-2 ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.
კომენტარები