მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ტენდერებიც კი ქუთაისის მერიის მიერ “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ პირებსა თუ კომპანიებზეა მორგებული”

“ტენდერებიც კი ქუთაისის მერიის მიერ “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ პირებსა თუ კომპანიებზეა მორგებული”

ქუთაისის მერიის მიერ ერთი თვის დაარსებული კომპანიისთვის გამარტივებული შესყიდვით გაფორმებულ ხელშეკრულებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თემურ ცამციშვილი ეხმაურება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, არა მარტო გამარტივებული შესყიდვები, არამედ ტენდერებიც კი ქუთაისის მერიის მიერ კონკრეტულ პირებსა თუ კომპანიებზეა მორგებული.

“არა მარტო გამარტივებული შესყიდვები, არამედ ზოგადად ელექტრული ტენდერებიც დიდი ხანია, ფორმალობად იქცა, ისიც კი მორგებულია კონკრეტულ პირებზე, კომპანიებზე და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ პირებზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება შესრულებულ სამუშაოების ხარისხზე და დახარჯული თანხების რაოდენობაზე”, – აცხადებს თემურ ცამციშვილი.

ქუთაისის მერიამ 215 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ერთი თვის დაფუძნებულ კომპანიას გაუფორმა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს “დ-კ ქონსთრაქშენი” 4 აპრილს დაარსდა, 18 მაისს კი ქუთაისის მერიამ მას პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება გაუფორმა და 214 524 ლარის სანაცვლოდ “ტორპედოს” სტადიონის გვერდით არსებული ჩოგბურთის კორტების ადმინისტრაციის რეაბილიტაცია დაავალა.

კომენტარები