მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ მუქარის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ მუქარის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სმენადაქვეითებული არასრულწლოვნის მუქარის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე 4 000-ლარიანი გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

გამოძიების ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 38 წლის პირი არასრულწლოვანს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

კომენტარები