ქუთაისთან ახლოს, გეგუთის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცლილი მოზარდი ანამარია ბაბუნაშვილია.
მე-5 კლასის მოსწავლე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
“უმძიმესი დღეა გეგუთის N2 საჯარო სკოლისათვის. ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მე-5 კლასის მოსწავლე ანამარია ბაბუნაშვილი. მძიმეა მასზე წარსულში საუბარი, ის ხომ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სითბოთი, სიყვარულით, პასუხისმგებლობით და საოცარი გონიერებით.
ჩვენო ციმციმა გოგონა უფალმა გაანათლოს შენი სპეტაკი სული”, – წერია გეგუთის სკოლის გვერდზე.
კომენტარები