საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2023“-ის ფარგლებში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარდგა.
ზესტაფონის თეატრმა ფესტივალზე ჟან ანუის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “ანტიგონე“ ითამაშა.
სპექტაკლი რეჟისორმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ ჯუღელმა დადგა.
სპექტაკლში მთავარი საკვლევი ობიექტი ადამიანია, როგორც სამყაროს ცენტრი. რეჟისორი მაყურებელს იმ უმნიშვნელოვანესი ფასეულობების შესახებ დააფიქრებს, რომელთა შორის არჩევა მთელი ცხოვრების განმავლობაში გვიწევს.
ქუთაისში, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 15 სპექტაკლი, მათ შორის ქართველ მაყურებელს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ იტალიის, ქალაქ ნეაპოლის ექსპერიმენტული და აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრები.
კომენტარები