“ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობა მაღაროელებისთვის ხელფასების მომატებაზე უარს ამბობს.
მენეჯმენტი განმარტავს, რომ მზადაა ცალკეულ მოთხოვნებზე სალაპარაკოდ, თუმცა ამტკიცებს, რომ კომპანია მძიმე ფინანსურ კრიზისშია და აცხადებს, რომ შრომის ანაზღაურება დასაქმებულებისთვის ისედაც მაღალია.
“კომპანიის მხრიდან გაკეთდა შეთავაზება შრომითი საკითხების და შრომის ორგანიზების ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა 12-საათიანი სამუშაო რეჟიმის ცვლილებას 8-საათიან სამუშაო რეჟიმზე. ამ საკითხს მოჰყვა მათი მხრიდან პროტესტო. ჭიათურა ზარალიანია 2022 წლის მონაცემებით, ზარალი იყო, ახლა რაც საპროგნოზო გვაქვს 2023 წელიც ზარალიანია.
ის თანამშრომლები, რომლებსაც შრომითი პირობები ეცვლებოდათ და 12-საათიანი სამუშაო რეჟიმის ნაცვლად, ჩვენ შევთავაზეთ 8-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა, ასეთია 708 თანამშრომელი და გასული 2022 წლის მონაცემებით, ჩვენ მათზე გაცემული გვაქვს 25 მილიონ 900 ათასი ლარი, რაც ერთ ადამიანზე გადაანგარიშებით – 3 000 ლარზე მეტია”, – აცხადებს კომპანიის დირექტორი ლაშა თუთბერიძე
გაფიცვა ჭიათურაში უკვე 17 დღეა, გრძელდება. მაღაროელების ნაწილი 11 დღეა, შიმშილობს, მოშიმშილეთა კარვებია გაშლილი ჭიათურაში და თბილისში, საქართველოს პარლამენტთან.
კომენტარები