მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ახალ, N2 სამშობიარო სახლში 100-მდე ქალს სრული გინეკოლოგიური დიაგნოსტირება უფასოდ ჩაუტარდა

ქუთაისის ახალ, N2 სამშობიარო სახლში 100-მდე ქალს სრული გინეკოლოგიური დიაგნოსტირება უფასოდ ჩაუტარდა

ქუთაისის ახალ, N2 სამშობიარო სახლში, დაანონსებული უფასო აქციის ფარგლებში, პროფესიონალმა მედიკოსებმა 100-მდე ქალს სრული გინეკოლოგიური დიაგნოსტირება ჩაუტარეს.

უფასო აქციის ფარგლებში ქალბატონებმა შემდეგი სერვისებით ისარგებლეს: მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია, გინეკოლოგიური ექოსკოპია ულტრათანამედროვე ექოსკოპიის აპარატზე, საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია, კოლპოსკოპია – საშოსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა.

აქციაში ახალი #2 სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგები: ნინო უგრეხელიძე, ნინო ნიკოლაიშვილი, მანანა ბუცხრიკიძე, თეონა კრავიშვილი, ლარისა მეტრეველი, დავით ჯანელიძე,ზურაბ გვაზავა, კოლპოსკოპია-მეან-გინეკოლოგი ეკატერინე ჩინჩალაძე, N2 სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი ირაკლი მერკვილაძე იყვნენ ჩართული.

“გინეკოლოგიურ დაავადებათა ნაწილი დიდი ხნის მანძილზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გინეკოლოგიური check-up-ით კი დროულად შეგიძლიათ მსგავსი დაავადებების გამოვლენა და ეფექტური მკურნალობა. გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი ქალის ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია”, – აცხადებენ ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლის მედიკოსები.

ჩაეწერეთ კლინიკაში ვიზიტზე და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

მისამართი: ქუთაისი, ლორთქიფანიძის N13

საკონტაქტო ნომერი: 557 39 55 77

კომენტარები