მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს მსხვილფეხა პირუტყვი შეესია

ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს მსხვილფეხა პირუტყვი შეესია

ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს მსხვილფეხა პირუტყვი შეესია.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” ფოტოები  მიაწოდეს, სადაც ჩანს, რომ საზოგადო მოღვაწეების საფლავებზე უმეთვალყურეოდ დატოვებული ცხოველები დააბიჯებენ.

“გაოგნებული ვარ, ქართველი საზოგადო მოღვაწეების საფლავებზე პირუტყვი დავინახე. ნუთუ უფრო დაცული არ უნდა იყოს ეს სივრცე?!” – გვითხრა ადგილობრივმა.

მწვანეყვავილაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი 1956 წელს დაარსდა. პირველ ეტაპზე პანთეონში გამოჩენილ ადამიანთა ნეშტები ქალაქის სხვადასხვა სასაფლაოდან გადმოასვენეს. აქ განისვენებენ: იოსებ ოცხელი, რომელმაც გახსნა პირველი ქართული გიმნაზია დასავლეთ საქართველოში, მელიტონ ბალანჩივაძე — ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი, ვალერიან მიზანდარი — ცნობილი მხატვარი და მოქანდაკე, ვასილ ამაშუკელი — პირველი კინოდოკუმენტალისტი, რეზო ჭეიშვილი მწერალი და დრამატურგი და სხვები.

პანთეონში დღეისათვის  50-მდე ადამიანია დაკრძალული.

კომენტარები