ქუთაისის საცურაო აუზის დირექტორის ვინაობა, რომელსაც მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში არ ამხელენ, “ინფო იმერეთისთვის” ცნობილია.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე წყალბურთელი მიხეილ გიორგაძე დაინიშნა.
მიხეილ გიორგაძის ტიტულები: ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი – 1988 (სეული)
მსოფლიოს ჩემპიონი – 1982 (გუაიაკილი, ეკვადორი)
ევროპის ჩემპიონი – 1983 (რომი, იტალია), 1985 (სოფია, ბულგარეთი), 1987 (სტრასბურგი, საფრანგეთი)
მსოფლიო თასი – 1981 (ლონგ ბიჩი, აშშ)
მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი – 1985 (კობე, იაპონია)
სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1979 (მოსკოვი)
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1982
1988 წელს, სეულის ოლიმპიადაზე, საბჭოთა კავშირის ნაკრების ყველა, შვიდივე მატჩში ითამაშა.
ქუთაისში საცურაო აუზი 3 ივლისს გაიხსნება.
კომენტარები