მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უხვმა ნალექმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლები დაიტბორა, დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.

დაიტბორა სოფელ გვიშტიბის და გუბისწყლის დამაკავშირებელი ხიდ-ბოგირი.

დღნორისის ადმინისტრაციული ერთეულის ოთხივე სოფელში დაზიანდა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები.

წყალმა დაფარა ასევე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მუნიციპალიტეტის სოფლებში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს არხების გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

კომენტარები