ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის ყოფილმა თანამშრომლებმა ქალაქის მერიასთან აქცია გამართეს.
საწარმოს ყოფილი პერსონალი ქარხნის მუშაობის განახლებას მოითხოვს.
დასაქმებულების თქმით, მეტალურგიულ ქარხანაში გარემოს დაცვის და შრომის ინსპექციის სამსახური შევიდა და საწარმო დახურა, თანამშრომლებს კი კომპენსაციაც არ გადაუხადეს.
400-მდე ადამიანი ქუთაისის მერიას მოუწოდებს, დაინტერესდნენ რა მიზეზით დაიხურა მეტალურგიული ქარხანა, რადგან მათი თქმით, ისინი სამსახურის და შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი.
კომენტარები